მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარა ტურისტების მისაღებად მზად არის“ - ირაკლი ღარიბაშვილი

605c76af1b4ab
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.21 15:47
1048
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აჭარა ტურისტების მისაღებად მზად არის. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ განახლებულ აეროპორტში პირდაპირი ავიარეისები ისრაელიდან და თურქეთიდან უკვე სრულდება.

„დღეს ბათუმის განახლებული აეროპორტი გავხსენით. მოგეხსენებათ, რომ TAV Georgia-მ 17 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად.

პანდემიის პერიოდში ასეთი ინვესტიციის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოკლე დროში - 6 თვეში დაასრულა კომპანიამ სამუშაოები, ასე რომ მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.