მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯორჯინოს” ღვინო ამერიკის შემდეგ გერმანიაში იყიდება

61a8b193289f9
მარიამ იზორია
02.12.21 21:31
694

მცხეთაში მდებარე მცირე მარნის “ჯორჯინოს” ღვინო ამერიკის შემდეგ გერმანიაში იყიდება.

როგორც “ჯორჯინოს” დამფუძნებელმა გიორგი მეშველიანმა BMG-ის განუცხადა, რამდენიმე თვე, რაც კომპანიამ 100 ბოთლი ღვინო გერმანიაში გაიტანა. ნატურალური ღვინოების მწარმოებელი მარანი "ჯორჯინოს" წარმადობა წლიურად 3000 ბოთლი ღვინოა, რომელიც მაღალ და საშუალო საფასო სეგმენტში გადის.

“100 ბოთლი ღვინო რამდენიმე თვის წინ ექსპორტზე გერმანიაში გავიტანეთ, ამ ეტაპისთვის ადგილობრივ ბაზარს ვამარაგებთ და ახალი საექსპორტო მოლაპარაკებები არ გვაქვს, საექსპორტო კავშირები ონლაინ გამოფენებზე დავამყარეთ” - აღნიშნავს გიორგი მეშველიანი.

ინფორმაციისთვის, მარანი „ჯორჯინო“ მცხეთაში მდებარეობს და სტუმრებს სადეგუსტაციო სივრცეს, მარნის დათვალიერებასა და ღვინოს სთავაზობს. „ჯორჯინოს“ ღვინო „8 000 მოსავალში", „Why not”-ში, „ღვინის ბარსა“ და ადგილზე „ჯორჯინოს“ მარანში იყიდება.