მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრიზისის დაწყებისას უძრავი ქონების სექტორში ფასების ბუშტი არ ყოფილა“ - პაპუნა ლეჟავა

60c9c097b7431
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 13:11
716
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვას უპასუხა, რომელიც დღეს უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობის შეფასებას და დარგში არსებულ რისკებს შეეხებოდა.

როგორც მან განაცხადა, 2008 წლის კრიზისისგან განსხვავებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში უძრავი ქონების სექტორში ფასების ბუშტი არ ყოფილა, რის გამოც ფასების კორექტირება ამ მიმართულებით არ მომხდარა.

„2008 წლისგან განსხვავებით ფასების ბუშტი, წელს, კრიზისის დაწყებისას არ ყოფილა, შესაბამისად, ფასების მატერიალური კორექტირებაც მომხდარა, ამას დაეხმარა ისიც, რომ კრიზისის პერიოდში მთავრობამ დახმარების ღონისძიებები აამოქმედა, მათ შორის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა. ჩვენი შეფასებით, დღეს უძრავი ქონების სექტორში გაჯანსაღების ტენდენციაა.

უძრავი ქონების კაპიტალიზაციის კოეფიციენტი, რაც ქირის ფარდობაა ფასთან, საკმაოდ შემცირდა. ჩვენი პროგნოზით ეს კოეფიციენტი ქირის ზრდის ხარჯზე, და არა უძრავი ქონების ზრდის ხარჯზე, უნდა გაიზარდოს. მოლოდინი გვაქვს, რომ ეკონომიკის აღდგენასთან ერთად უძრავი ქონების ქირაც ნელ-ნელა გაიზრდება, ხოლო საბაზო სცენარში უძრავი ქონების ფასების კორექტირებას არ ველით“, - განმარტა პაპუნა ლეჟავამ.

მან იპოთეკური სესხების ვადიანობის გამო არსებულ რისკებზე გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფინანსური სტაბილურობის მიხედვით, უძრავი ქონების სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდიკატორია. უძრავი ქონების დაკრედიტების წილი საკმაოდ დიდია. ამასთან, უძრავ ქონებაზე გაცემული სესხების ვადიანობა საკმაოდ გრძელია - 10-15 წელი და ამ პერიოდის განმავლობაში გარკვეული შოკებია მოსალოდნელი. ჩვენ ბაზრის მოთამაშეებს, როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე მომხმარებელს მოვუწოდებდით, რომ გრძელვადიანი სესხების აღების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინათ, რადგან შოკის დადგომის შემთხვევაში, მსესხებლებს სესხის მომსახურების განსაკუთრებული პრობლემა არ შეექმნათ. ამას დაემატა ისიც, რომ 2019 წელს ჩვენ რეგულაციის დონეზე ავამოქმედეთ პასუხისმგებლინი დაკრედიტების ჩარჩო, რის შედეგებსაც მოსახლეობა დღეს იმკის და ის რისკები, რაც პანდემიიდან გამომდინარეობს შედარებით ნაკლებად დგას სახეზე, ვიდრე ეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს გარეშე იქნებოდა“, - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.