მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება, გამყარების რესურსი კიდევ არსებობს - BAG

60ba36a392baa
თელარა გელანტია
04.06.21 18:20
6069
ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან - 7 თეთრით, ევროსთან კი 11 თეთრით გამყარდა. საქართველოს ბიზნესასოციაციის შეფასებით, ძალიან სასიხარულო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ლარის გამყარების პროცესი და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გრძელდება, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გამყარებისა, არაერთი ინდიკატორით ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება და მისი შემდგომი გამყარების რესურსი კიდევ არსებობს.

BAG-ში აცხადებენ, რომ საქართველოს რეალობაში ლარის კურსი არის ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი და მისი გამყარება მყისიერად იწვევს ბიზნესისა და მოსახლეობის განწყობებისა და მოლოდინების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ზრდის ინტერესს ბიზნესაქტივობის კუთხით, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან და სხვა.

„ამას გარდა, ლარის გამყარების პროცესი კიდევ უფრო გააუმჯობებებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის მოთოკავს მზარდ ინფლაციას, რაც ბოლო წლებში ნებისმიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის საკმაოდ მწავე პრობლემად და გამოწვევად იქცა.

ასევე, ლარის გამყარებამ და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ უნდა გამოიწვიოს ლარისადმი ნდობის თანდათანობითი აღდგენა. ეს კი შექმნის ძლიერ მუხტს ბიზნესსა და ეკონომიკაში და უფრო ეფექტიანს გახდის ფისკალურ, მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკას“, - ნათქვამია BAG-ის განცხადებაში.