მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელბურნის მთავარ სავაჭრო უბანში მოწევა აიკრძალა

5d972d1387095
მიხეილ ხაჩიძე
04.10.19 17:40
914

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის მთავარ სავაჭრო უბანში მოწევა აიკრძალა. ვიქტორიას შტატის მეტროპოლში, Bourke Street Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდვა ძალაში დღეიდან შევიდა.




ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა, ვინც ქუჩაში, ბილიკზე ან მიმდებარედ სხვა ადგილზე სიგარეტს მოწევს, 100 ავსტრალიური დოლარით დაჯარიმდება, რაც 68 აშშ დოლარია. ამ გადაწყვეტილებით  Bourke Street Mall მელბურნის მეთერთმეტე უბანია, სადაც მოწევა აიკრძალა.




ამასთან, მთელს ქალაქში სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადაგდებაც აიკრძალა. გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ჯარიმა 400 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით, 271 აშშ დოლარია.

 


ახალი კანონი ჯერ არ ვრცელდება ელექტრონულ სიგარეტებზე, მაგრამ ხელისუფლება ამ საკითხსაც აქტიურად განიხილავს. აკრძალვამ სავაჭრო ქუჩაზე ყოველდღიურად 60,000 ვიზიტორი დაკვამლიანებისგან უნდა დაიცვას.