04.მარტი .2022 16:56

რაზე ისაუბრეს პუტინმა და ლუკაშენკომ?

რაზე ისაუბრეს პუტინმა და ლუკაშენკომ?
views 947
უკან

ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობა განიხილეს. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას ამოცანები სრულად შესრულდება. თავის მხრივ, ლუკაშენკომ რუსეთის ქმედებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების საუბარი ასევე მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს შეეხო, რომელიც წინა დღეს გაიმართა.

„ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ რაიმე დოკუმენტზე. ჯერჯერობით, ეს შეხვედრები არის შესაძლებლობა, რომ პრობლემის მოგვარების ჩვენი ხედვა კიევს გადავცეთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა