მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს" - "მაგთი" ხელფასით უკმაყოფილო თანამშრომლებს პასუხობს

61dffd8a07e5e
ინგა მურუსიძე
13.01.22 13:47
6003
"როცა კოვიდპანდემია დაიწყო, "მაგთიკომში" ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა და რეგიონის ინჟინერ-ტექნიკოსებს ხელფასები გაეზარდათ 23%-ით", - ასე ეხმაურება კომპანია "მაგთიკომი" საპროტესტო აქციას, რომელსაც კომპანიის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით მართავენ.

"მაგთიკომის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი ითხოვს სამუშაო პირობების გადახედვას. მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მაგთიკომში ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა და ეს შეეხო უკლებლივ ყველათანამშრომელს. რეგიონის ინჟინერ-ტექნიკოსებს კი, ხელფასები გაეზარდათ 23%-ით.

"მაგთიკომში" გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ბონუსები მიიღეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც დღეს სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.

კოვიდპანდემიის პერიოდში კონკრეტულად ინჟინერ-ტექნიკოსების ჯგუფებზე "მაგთიკომის" მიერ გაცემულმა ბონუსმა თითქმის 3 მილიონი ლარი შეადგინა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ "მაგთიკომის" ოპერირების ისტორიაში არ ყოფილა არცერთი პრეცედენტი იმისა, რომ თანამშრომელს ხელფასი დანიშნულ დღეს არ მიეღოს.

"მაგთიკომი" გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად”, - ნათქვამია კომპანიის განცხდებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები