ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია "საქნახშირში" ახალი მენეჯმენტის შესვლის შემდეგ, შრომის პირობები გაუმჯობესდა, მეშახტეთა საშუალო ხელფასები კი 50% და მეტი პროცენტით გაიზარდა.
2019 წლის სექტემბრიდან, საქნახშირის მფლობელია კომპანია "სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანი", რომელმაც სახელმწიფოს წინაშე კომპანიაში შრომის პირობების გაუმჯობესების ვალდებულება აიღო.
"საქნახშირში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ, ჩვენი ხელშეწყობით, გაუმჯობესდა შრომის პირობები. უბედური შემთხვევების რისკი არის მინიმუმამდე დაყვანილი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას. მეშახტის საშუალო ხელფასი 50 პროცენტით და მეტით გაიზარდა. დღეს „საქნახშირი“, სადაც დასაქმებულია 1300-მდე ადამიანი, საკმაოდ დიდი დამსაქმებელი საწარმოა. ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ტყიბულში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე მეშახტეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის, მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის, კურორტ “ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების, ტყიბულში სამედიცინო ცენტრის აშენებისა და სხვა საკითხების შესახებ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა მეშახტეებთან შეხვედრაზე დასმულ კიდევ ერთ საკითხზე. მისი თქმით, მეშახტეებმა დაყენეს საპენსიო ასაკის დაწევის საკითხი. "არსებობს პრეცედენტი მთელს მსოფლიოში, როდესაც საქმე შეეხება მაღაროელს და მეშახტეს. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა დავალება ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება