17.ივნისი .2022 09:40

რა დაგიჯდებათ კერძო სახლის აშენება?

 რა დაგიჯდებათ კერძო სახლის აშენება?
views 6770
უკან

150 კვ.მ მეტრი ორსართულიანი კერძო სახლის აშენების ღირებულება თეთრი კარკასის მდგომარეობით, საშუალოდ 45-50 ათასი დოლარია - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში სამშენებლო კომპანია „ჰაბმშენის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ახალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შავი კარკასის მდგომარეობით კვ.მ.-ის მინიმალური ფასი $200-დან, თეთრი კარკასის შემთხვევაში კი $300-დან იწყება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კერძო სახლების აშენებაზე გაზრდილი მოთხოვნა ნარჩუნდება.

„კერძო სახლების ასაშენებლად ყოველ წელს სხვადასხვა ლოკაციაა პოპულარული, ადრე უფრო მეტად იყო ლისის ტბა, ახლა ყველაზე აქტუალურია საგურამო, დიდი ლილოს და ვარკეთილის მხარე.

წყნეთში ფაქტიურად აღარ არის თავისუფალი მიწა, ამიტომ განვითარდა ორბეთის მიმართულება. ჩვენი კომპანია აშენებს როგორც კერძო დაკვეთით, ისე დეველოპმენტის კუთხით, ვაშენებთ და შემდეგ ვყიდით.

ფასები შავი კარკასის შემთხვევაში იწყება $200-დან, თეთრი კარკასი $300-დან, პროექტზეა დამოკიდებული, ასევე სართულიანობაზე. ერთსართულიანი სახლი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ორ ან მეტ სართულიანი.

მიწის ნაკვეთის შერჩევაშიც ვეხმარებით მომხმარებლებს, პროექტირება, დიზიანი...საბოლოოდ, ვაბარებთ სრული სახით. 150 კვ მეტრია ყველაზე ოპტიმალური, ეს ნიშნავს ორსართულიან, 2-3 საძინებლიან სახლს, უმეტესად ასეთებს აშენებენ და ასეთი სახლის ფასი გამოდის მიწის გარეშე 45-დან 50 ათას დოლარამდე.

შავი კარკასის კომპლექტაციაში შედის საძირკველი, გარე კედლები 30სმ-იანი დათბუნებული ბლოკით და გადახურვა. თეთრ კარკასში მოიაზრება გარედან სრულად დასრულებული ფანჯრები, გარეთა კარები და შიგნიდან კომუნიკაცია ჩაყოლებული, გალესილი კედლები და მოჭიმული იატაკი.

მომხმარებლების ტენდენცია ძალიან საინტერესოა ბოლო წლებში, სახლში დაჯდომამ ნათლად დაგვანახა რამხელა ფასი აქვს ქალაქგარეთ აგარაკს და ეს ინტერესი იმატებს“ - განაცხადა ახალაძემ.

სრული რემონტით კვ.მ,-ის ფასი 1300 ლარიდან იწყება ხის კოტეჯი „ოდაჰაუსის“ სახლების შემთხვევაში. კომპანიის ადმინისტრაციული მენეჯერი მარიამ გუგუციძე ამბობს, რომ ბინის მინიმალური ფასი ამ ეტაპზე 33 ათასი ლარია.

„ყველაზე მოთხოვნადია საგურამოს მიმდებარედ სოფელი ახატარი და ზაქარო, ასევე ლისის ტბა, კოჯორი. მოთხოვნადია მაღალმთიანი რეგიონები ბაკურინი, ყაზბეგი, მაღალმთიანი აჭარა, გოდერძი. აქ უმეტესად გასაქირავებლად შენდება.

ფასი მასალებზე არა მხოლოდ ომის შემდეგ, არამედ წინა წლის სექტემბრიდან გაიზარდა და დღეს მინიმალური ფასი ჩვენთან 1300 ლარიდან იწყება. ფასი მოიცვას სრულ რემონტს, აქ იგულისხმება ის, რომ დამკვეთს ვაბარებთ გასაღებს და მხოლოდ ავეჯისა და აბაზანის ინვენტარი აქვს საყიდელი.

მინიმალური ფართია 30კვ.მ და ყველაზე დიდი 400კვ-იც აგვიშენებია. ყველაზე პატარა ლარში საშუალოდ 33 ათასი ლარი ჯდება. რაც შეეხება საზაფხულო სახლებს ოპტიმალური მოცულობაა 60 კვ.-დან და ამაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია", - განაცხადა გუგუციძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა