მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოთა 65.4% სოციალური მედიის საშუალებებს საერთოდ არ იყენებდა - კვლევის შედეგები

6475ca5e0149d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 21:15
479
საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ინტერნეტთან წვდომა, საწარმოთა 84.4%-ს ჰქონდა. აღნიშნული კვლევა საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა.

გასული წლის განმავლობაში, საწარმოთა 74.6% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს იყენებდა, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 29.6% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის) უზრუნველყოფდა, ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც ვებგვერდს ან ვებ-საიტს იყენებდნენ 14.3% იყო.

გამოკვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საწარმოები ძირითადად სოციალური მედიის ისეთ სახეებს იყენებდნენ, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 34%, ხოლო საწარმოთა 65.4% სოციალური მედიის საშუალებებს საერთოდ არ იყენებდა.