მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, 200-250 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ - გამყრელიძე

6137422325fdf
ინგა მურუსიძე
07.09.21 14:55
811
"თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, დეკემბრისთვის 200-250 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პირბადის ტარების მაჩვენებელი მხოლოდ 43%-ია.

„ყველამ უნდა მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ გავიკეთოთ პირბადე, რაც ყველაზე მეტი დამცველია ვირუსის გავრცელებისგან. ავიყვანოთ ეს მაჩვენებელი 95%-ზე. თუ ყველა ჩვენგანი ვატარებთ პირბადეს და მაჩვენებელი 95%-ზე ავა, დეკემბრისთვის 200-250 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.