მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს არც ერთი ლარის, არც ერთი თეთრის სესხი არ აგვიღია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

60fe63124faaa
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 11:32
666
„წელს არც ერთი ლარის, არც ერთი თეთრის სესხი არ აგვიღია“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის სხვადასხვა თვეში და ჯამურად 6 თვეში იმდენად მაღალი იყო, რომ ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის კორექტირების საშუალება და სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების საშუალება მიეცა.

„ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%-იანი აპრილში, 25%-იანი მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. ეკონომიკის 12%-იანი ზრდა გვაქვს, პრაქტიკულად, პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი. ბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა უკვე კორექტირებული ბიუჯეტი. ამან მოგვცა საშულება, რომ დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.