"ის მშენებლობები რომ დაიწყოს, რაც ნებართვებს ელოდება, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციას მივიღებთ", - ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა bm.ge-ის covid-19-ის გამო სამშენებლო სექტორში შექმნილი გამოწვევების შეფასებისას განუცხადა.
როსტომაშვილის თქმით, პირადად, მის კომპანიას ("არსი") გამზადებული აქვს 50 მილიონიანი საინვესტიციო პროექტი და სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდება.
„მე უკვე მივმართე წერილობით პრემიერ-მინისტრს. მშენებლობა შედგება ორი ფაქტორისგან, ერთი არის ლეგალიზაცია - შეთანხმება - ნებართვის გაცემა და მეორე - მშენებლობა. ორივეს თითქმის თანაბარი დრო სჭირდება. თბილისის მერიაში ნებართვის მოსაპოვებლად არაერთი პროექტია შესული და ველოდებით. ყველაფერი რომ გაიხსნება, ძველი მშენებლობები განახლდება, მაგრამ ხომ შეიძლება ახლები უკვე მივაწიოთ?! რამდენიც არ უნდა ვიმარჩიელოთ, ახლა მთავარი გამოსავალი არის ინვესტიციები. ინვესტიცია მაინც და მაინც ფრანგული ან ამერიკული არ უნდა იყოს. ცუდი წარმოდგენაა, რომ მაინც და მაინც უცხოელი უნდა იყოს ინვესტორი. ინვესტორი არის ყველა, მათ შორის ქართველიც. საინვესტიციო გარემო უნდა შევქმნათ ისე, რომ ხალხს ჰქონდეს ნდობა და სურვილი, რომ ჩადონ ფული ამ ქვეყანაში“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერს მიმართა, თუმცა მთავრობასთან მეტი კომუნიკაცია არ ყოფილა.
„პირადად, ჩვენი კომპანია, მზად ვართ და ანგარიშებზე გვაქვს თანხა, დაახლოებით, 50 მლნ ლარი, რომ წლის ბოლომდე დავდოთ შეთანხმება. ეს ყველაფერი ელოდება ნებართვებს, თუმცა ეს ინვესტორები სამუდამოდ არ დაგველოდებიან, ადგებიან და უკრაინაში ან სხვაგან წაიღებენ ფულს, თუკი ნებართვა ვერ აიღო. თუ უსასრულოდ გაიწელება ნებართვების გაცემის პროცესი, ქართულ ბაზარზე არ დარჩებიან. ჩემი გათვლებით, დეველოპერებმა, რომლებიც ნებართვებს ელოდებიან, ეს ნებართვები რომ მიიღონ, დაახლოებით, 0.5 მილიარდი ლარის ინვესტიციაა. სამშენებლო სექტორში ეს ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ ამუშავდება სხვა სექტორები. მშენებლობა არის ლოკომოტივი და მისი ამუშავება სხვა ბევრი რამის ამუშავებას ნიშნავს“, - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი