მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორები პირდაპირ რეაგირებენ რუსულ კანონზე, ევროპელები ფხიზლად არიან საკუთარი ფულის მიმართ" - "არსის" დამფუძნებელი

როსტომაშვილი

"რუსული კანონის მეორედ მიღებიდან ნახევარ საათში, ჩვენი ევროპელი ინვესტორი გვირეკავს და გვეკითხება - აბა რა ხდება? ევროპელები ფხიზლად არიან საკუთარი ფულის მიმართ" - ასე გამოეხმაურა, დეველოპერული კომპანია "არსის" დამფუძნებელი, ირაკლი როსტომაშვილი, "რუსულ კანონს", რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ერთი წლის წინ, კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში დააბრუნა.

"ჩვენ ბოლო 10 წელია, ევროპელ პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ. გასულ წელს, რუსული კანონის პირველად მიღებისას, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს უკან გამოიხმობდა, დაგვირეკა ჩვენმა პარტნიორმა და პირდაპირ გვითხრა, იქნებ ჩემი მოგებები გადმოგვირიცხოთო. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა ხანგრძლივი საუბარი პარტნიორთან და ამასობაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და ჩვენს პარტნიორსაც გაუჩნდა ნდობა ქვეყნის მიმართ და ასე გადაიფიქრა საქართველოს დატოვება ინვესტორის სტატუსით. წელს იგივე წრეზე ვართ, რუსული კანონის ხელმეორედ მობრუნებისას, გასული არ იყო ნახევარი საათი, რომ ისევ შეგვეხმიანა ინვესტორი და დაგვისვა კითხვა - აბა, რა ხდება?

ამით მინდა ავხსნა, როგორ პირდაპირ რეაგირებენ ინვესტორები ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, რადგან ევროპელები ძალიან ფხიზლად არიან საკუთარი ფულის მიმართ", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ" ძველით ახალი "რუსული კანონი" პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური ძალის აგენტი" "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით" ჩანაცვლდა. სტატუსი ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას მიენიჭება, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ატვირთვა მოუწევთ. ასეთი სტატუსის მქონე პირთა შემოწმება იუსტიციის სამინისტროს შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები