მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 კგ - €3 - სამეგრელოდან იტალიაში წლიურად 50 ტონამდე ლოკოკინას ხორცი ექსპორტზე გავა

5d85e3e30aa3a
თელარა გელანტია
21.09.19 13:00
14684
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ შეიქმნა.

სააგენტოს ცნობით,  საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს; საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, bm.ge „ნადი გრუპის” ერთ-ერთ ხელმძღვანელს მერაბ ნადარაიას ესაუბრა, რომლის თქმით, ლოკოკინების პირველი პარტია იტალიაში ექსპორტზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გავა.

„უკვე გვყავს იტალიელი პარტნიორი - „მოლუსკების ინსტიტუტი“, რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმეთ და წლიურად 50 ტონამდე ლოკოკინას ხორცს გავიტანთ ექსპორტზე. პირველი პარტია - 20 ტონა ხორცი ნოემბრის ბოლოს გავა“, - ამბობს bm.ge-ისთან ნადარაია.




კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა მოლუსკების ფერმის შექმნა, „ნადი გრუპის” ხელმძღვანელი გვიყვება, რომ საერთაშორისო ბაზარი შეისწავლეს და ნახეს, რომ მოლუსკებზე მოთხოვნა მზარდია.

„მოთხოვნის 40% დაუკმაყოფილებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმის გაკეთება და არჩევანი ლოკოკინებზე შევაჩერეთ. წლიურად 50 ტონამდე ხორცის წარმოება შეუძლია ჩვენს ფერმას. საექსპორტო ფასი, რაზეც პარტნიორთან შეთანხმებულები ვართ,  1 კილოგრამზე 3 ევროა“, - ამბობს ნადარია.

ცნობისთვის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, დავით ფარცვანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლოკოკინების ფერმა რამდენიმე დღის წინ მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები