მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10%-იან ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების კონტრიბუცია 1.5 პროცენტული პუნქტი იყო - გვენეტაძე

63da287b11d3e
გიორგი თოლორდავა
01.02.23 13:11
673
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, 2022 წელს 10%-იან ეკონომიკურ ზრდაში რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან მიგრანტების შემოდინების კონტრიბუცია დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტი იყო.

გვენეტაძის განმარტებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, ტურიზმის სწრაფი აღდგენითა და ბიზნესების გახსნით იყო განპირობებული.

„ვიზიტორთა შემოდინებამ, თავის მხრივ, განთავსებისა და კვების სექტორის მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა, რაც ერთობლივი მოთხოვნის ზრდაზე აისახა. თუ შევაფასებთ 2022 წლის 10%-იან ეკონომიკურ ზრდას, ვიზიტორთა შემოდინების ფაქტორის გარეშეც ზრდა მაინც მაღალი იქნებოდა. გასულ წელს საკმაოდ სწრაფად აღდგა ტურიზმი და სხვა ბიზნესებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკამ შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა. გავაკეთებ შეფასებას და ვიტყვი, რომ ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების კონტრიბუცია 1.5 პროცენტული პუნქტი იყო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.