მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 000-ზე მეტ ფერმერს აგროქულები დაერიცხა - სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია

62889054f1eb3
BM.GE
21.05.22 11:37
1242
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა. პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 100 ათასზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა. 1,200-ზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარება უკვე გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა.

პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ინფორმაცია ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე უნდა გადაამოწმონ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.