მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

115 მაცივარი, 114 გაზქურა, - ბათუმის მერიამ 139,979 ლარის საოჯახო ტექნიკა შეიძინა

5ddea8233d035
BM.GE
28.11.19 22:02
1317

ბათუმის მერიამ 139 979 ლარის ღირებულების საოჯახო ტექნიკა შეიძინა. საუბარია 205 სარეცხი მანქანაზე, 115 მაცივარზე, 114 მაგიდის გაზქურაზე, 33 ელექტროგამათბობელზე და 70 გაზის გამათბობელზე.

შესაბამისი ტენდერი მერიამ ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომელშიც შპს „ემტექნიკსმა“ გაიმარჯვა. ტენდერში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა, „ემტექნიკს“ ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.

ხელშეკრულების მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულება კი 13 ნოემბერს გაფორმდა.

როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, თითო სარეცხის მანქანის ფასი 390 ლარს შეადგენს, მაცივრის 255 ლარს, მაგიდის გაზქურის 69 ლარს, ელექტროგამათბობლის 26 ლარს, ხოლო გაზის გამათბობლის 314 ლარს.

როგორც bm.ge-ის ბათუმის მერიაში განუცხადეს, საოჯახო ტექნიკა სოციალური პროგრამის ფარგლებში შეიძინეს და იგი სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.