მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ტურიზმის და საზღვრების გახსნის შესახებ მიიღო

5eb3f2eb915c3
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.20 17:20
5231
მთავრობამ ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებები წარადგინა. განისაზღვრა ვადები, რომელშიც ამ სექტორის გახსნა მოხდება, კერძოდ 15 ივნისიდან აღდგება შიდა ტურისტული სერვისი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას. დაწესდება საგადასახადო შეღავათებისა და სუბსიდიების ახალი პაკეტი, რომლითაც ტურიზმის და სარესტორნო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები ისარგებლებენ.

დღეს წარდგენილი შეღავათების პაკეტი ამგვარია:

1. 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება ტურისტული ინდუსტრია. (შეღავათი 45 მლნ ლარი);
2. საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდება 2020 წლის ბოლომდე (90 მილიონი ლარის შეღავათი);
3. განთავსების ობიექტების (სასტუმროების) სუბსიდირება მოხდება მათ სასესხო ვალდებულებებზე. ყველა ობიექტი, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდეა, 5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტის მომსახურებაზე სახემწიფოსგან 80%-იან თანადაფინანსებას მიიღებს. (განსაზღვრულია 60 მილიონი ლარი);
4. ტურიზმის სექტორს საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა დაუფინანსდება;
5. კვების ობიექტებთან მიმართებით - მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
6. კვების ობიექტებს 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი;
7. კვების ობიექტები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარენტიო სქემით. კრედიტის თანაუზრუნველყოფას სახელმწიო 90%-ით მოახდენს;
8. ტურისტული კომპანიები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
9. ტურისტული კომპანიებისთვის გადავადდება საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე;
10. ტურისტული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით მოხდება კრედიტის თანადაფინანსება;
11. ტურისტული კომპანიებისთვის მოხდება ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის სუბსიდირება;
12. გიდების მხარდაჭერის პროგრამა.

ჯამურად პროგრამის მოცულობა 200 მილიონი ლარია.