საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სატელეფონო ცხელ ხაზს - 144 შექმნის.
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
პრემიერის განმარტებით, სატელეფონო ხაზით სარგებლობა უფასო იქნება და მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება რა იქნება 1 ან 2 კვირაში, ამიტომ უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას. სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშრებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომაროებას. ეს იქნება ის ხაზი, რომლითაც გვექნება პირდაპირი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომლებმაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც გაუწევს კოორდინაციას და მომსახურეობას ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოს და არამხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.