მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 დეკემბრიდან რუსეთი ხორბლის ექსპორტზე გადასახადს $91-მდე ზრდის

61b6f7d4162bf
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.21 22:45
615
15 დეკემბრიდან რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი 84.9 დოლარიდან 91 დოლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი ცნობით, ქერზე საბაჟო გადასახადი 75.1 დოლარიდან 78.7 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე 54.3 დოლარიდან 54.4 დოლარამდე. აღნიშნული გადასახადი ერთი კვირის განმავლობაში, 21 დეკემბრამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე 330.1 დოლარს (1 კვირით ადრე 321.3 დოლარს), ქერზე - 296.5 დოლარს (1 კვირით ადრე 282.6 დოლარი), სიმინდზე კი 262.8 დოლარს (1 კვირით ადრე 262.7 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის, მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 ტონა იყო, საიდანაც 38.4 ტონა ხორბალი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის რუსეთი ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. მიმდინარე წლის 10 თვეში იმპორტირებული 318 657 ტონა ხორბლიდან 291 605 ტონა რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზე მოდის, რომლის ღირებულება 73.1 მლნ დოლარია.