მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1998 წლის შემდეგ პირველად, Gazprom აქციონერებს დივიდენდს არ გადაუხდის

62bd692b83367
გიორგი თოლორდავა
30.06.22 13:27
1105
რუსული ენერგოგიგანტის მენეჯმენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - 1998 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Gazprom-ი აქციონერებს მოგებას არ გაუნაწილებს და დივიდენდს არ გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ დივიდენდის მიღება ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციების ფლობის მთავარი უპირატესობა და ხიბლია. ასეთ კომპანიებს სწრაფი ზრდის პოტენციალი არ აქვთ, შესაბამისად, მათი აქციების ფასებიც საფონდო ბირჟებზე მკვეთრად არ იზრდება, ინვესტორებისთვის მთავარ მოტივაციას კი კომპანიის ყოველწლიური მოგებიდან მიღებული სარგებელი, ანუ დივიდენდი წარმოადგენს.

Gazprom-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ფამილ სადიგოვის განცხადებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დივიდენდის გაცემა მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად, კომპანიის მიერ 2021 წელს მიღებული მოგება აქციონერებს არ გაუნაწილდებათ.

„კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ამჟამად საინვესტიციო პროგრამის განხორციელება და რუსეთის რეგიონის გაზიფიკაციაა“, - დასძინა სადიგოვმა.

ცხადია, აღნიშნული სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს. არსებული შეზღუდვებისა და რეგულაციების მიუხედავად, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე Gazprom-ის აქციების ღირებულება რამდენიმე საათში თითქმის 28%-ით დაეცა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები