„თინეთი“ (Tnet) თიბისი ჯგუფის წევრი, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას აერთიანებს. ეს პლატფორმებია: myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.
Tnet-ის გენერალური დირექტორი „ფორბს კვირასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „თინეთი“ მომხმარებელს 4 ძირითადი მიმართულებით შეთავაზებს პროდუქტებს და მომსახურებას. ესენია: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. მომავალში კი ეს მიმართულებები სუპერ აპში მოიყრის თავს.
„ჩვენ 4 მიმართულებით ვართ განვითარებული. ჩემი ხედვა არის ასეთი, ჩვენ უნდა ვიყოთ, Lifestyle-ში, ელექტრონული კომერციაში, ავტო და უძრავი ქონების ინდუსტრიაში... ჩვენ გვინდა ჩვენს მომხმარებელს ტექნოლოგიური საშუალებით მივცეთ ბენეფიტები, რაც გულისხმობს იმას, რომ დავზოგოთ მათი დრო და ფინანსები. ეს ორი ამოცანა გვაქვს მომხმარებელთან და დაპირებაც ეს არის. თუ ანალოგს შევხედავთ, ჩვენთვის იდეალურია ჩინური მოდელი Wechat. ეს იმიტომაა კარგი, რომ მომხმარებელზე ორიენტირებულია. მე ჩინეთში 3-4 ჯერ ვარ ნამყოფი და Wechat-ის გარეშე იქ ვერ ცხოვრობ. ჩვენი მიზანიც ეგ არის. დაწყებული გვაქვს პროექტი - კლასიკური სუპერ აპი, რომელიც ყველაფერს მოუყრის თავს. დამატებით იქნება ისეთი სერვისები და პროდუქტები, რომელიც ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს და იყოს პარტნიორი კომპანიების“,-აცხადებს გიორგი ჩუმაშვილი, თინეთის გენერალური დირექტორი.
მისი თქმით, „თინეთში“ შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70% - ია და ჯამში მთელი ქართული ინტერნეტ ტრეფიკის 40% უჭირავს.
„მივიღეთ 2 მლნ უნიკალური იუზერი, რომელიც ჩვენს პლატფორმებს წლის განმავლობაში სტუმრობს. თვეში ეს არის უნიკალური 1.4 მლნ იუზერი, რომლებიც ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობა და ჩვენს პლატფორმებზე შემოდის და ნახულობს იმ პროდუქტებს და სერვისებს, რაც მას აინტერესებს. ეს ნიშნავს 400 მლნ Page wiev, ანუ 400 მლნ-ჯერ იხსნება ჩვენი გვერდები. ესეც არის რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბი. მივიღეთ დაახლოებით თვეში 20 მლნ ჩანაწერი ქცევებისა, რომელსაც ადამიანები აფიქსირებენ. ჩვენ, როცა Tnet-ზე ვლაპარაკობთ, ეს არ არის მხოლოდ ყველაზე დიდი პლატფორმა. ეს არის დიდი ინფორმაციის ბაზა და კლასიკურად AI დეველოპერები. საქართველოში მსგავსი ბაზა არ არსებობს.
ჩვენ ჩვენი თულებით ვხედავთ მომხმარებლის სურვილებს, რა უნდათ ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში. მანდ ვიქნებით ძალიან მოქნილები, მომხმარებლებს ზუსტად ისეთ სერვისებს შევთავაზებთ, რაც მათ სურვილებს აკმაყოფილებს იმ მომენტში. ჩვენ მომავალზე კვლევებს არ ველოდებით, ჩვენ შეგვიძლია, დღეს თუ შევიდა ადამიანი და ბათუმში წასასვლელი მატარებლის ბილეთი იყიდა, მას უნდა საცხოვრებელი ბინა. ამას ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და შეგვიძლია პირდაპირ SMS, Email -ით, ნებისმიერი საშუალებით ჩვენი პლატფორმის დისპლეის გამოყენებით ვუთხრათ, რომ ამ ადგილზე, ამ ლოკაციაზე შენ მიიღებ ასეთ სერვისებს, რომელსაც ანალოგი არ ექნება, იქნება ყველაზე კარგ ფასში და იქნება იმ მომენტში, როცა შენ გინდა. ასეთი რაღაც უკვე ხელში გვიჭირავს“,-ამბობს გიორგი ჩუმაშვილი.
ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 300 - მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა IT სფეროს წარმომადგენელია. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა 500 - მდე გაიზრდება, რითაც კომპანია IT სფეროში საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გახდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი