მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20-27 მაისი, 15 ივნისი - ვინ როდის დაასრულებს სასწავლო წელს?

5ebe6b91974c2
ინგა მურუსიძე
15.05.20 14:18
1633
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სკოლის მოსწავლეები სწავლას ჩვეულებრივ თარიღებში დაასრულებენ, ხოლო ეროვნული გამოცდები აუცილებლად ჩატარდება.

"ჩვენს მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2020 სასწავლო წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულებრივ და თარიღები გამოცხადდება ივნისში", - განაცხადა გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.