მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2013 წლიდან დღემდე სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში 3206 მძღოლი გადამზადდა - სააგენტო

6390a75f40704
ანუკა ჯოხაძე
11.12.22 19:36
664
ლოგისტიკის დარგში მომუშავე კომპანიები სექტორში არსებულ საკადრო დეფიციტზე საუბრობენ. მათი თქმით, კომპანიებს როგორც ტრაილერის მძღოლების, ისე სხვა პროფესიის ადამიანების მოძიება უჭირთ. 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრი 2013 წლიდან პროფესიული განვითარების მიზნით დაინტერესებული პირებისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის დარგთან დაკავშირებულ ტრენინგებსა და სემინარებს ატარებენ.

უწყების მიერ BM.GE-სთვის მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით 3206 მძღოლი გადამზადდა, მათ შორის მხოლოდ წელს 767.

მძღოლის კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით კი, 2822 მძღოლი გადამზადდა, მათგან მხოლოდ წელს 440 მძღოლი.

პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი კი 371 მენეჯერზე გაიცა, საიდანაც მესამედი წელს არის გაცემული.

ცნობისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.