მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის უიღბლო და წარმატებული მილიარდერები Forbes-ის მიხედვით

5e01120c42753
ნათია თაქთაქიშვილი
24.12.19 00:20
1265
გავლენიანმა ბიზნესგამოცემა Forbes-მა 2019 წლის წარმატებული და უიღბლო მილიარდერები დაასახელა. Forbes-ის სიაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ 2019-ი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა მილიარდერებისთვის, მათ შორის 5-მა ყველაზე იღბლიანმა და წარმატებულმა საკუთარ ქონებას თითქმის 112 მილიარდი დოლარი შემატა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით მათი შემოსავლები თითქმის გაორმაგებულია, რადგან გასულ წელს აღნიშნულმა რიცხვმა 48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემა ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად მილიარდერ ბერნარ არნოს მიიჩნევს, რომელიც 2019 წელს ბრენდ Louis Vuitton-ის მფლობელი გახდა. ის მსოფლიო მილიარდერთა სიაში მესამეა და $100 მილიარდს ფლობს. წელს მისი ქონება $40 მილიარდით გაიზარდა.

მარკ ცუკერბერკი წარმატებულ მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზეა, აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგი გასული წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი იყო, რადგან მან 18.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. წელს კი მისი ქონება 22.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 72 მილიარდი შეადგინა.

2019 წლის მესამე ყველაზე იღბილიანი მილიარდერი ამანსიო ორტეგაა. მისი ქონება 17.3 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 74.9 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია.

წლის უიღბლო მილიარდერებს შორის Forbes-მა პირველი ადგილი Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს მიანიჭა. მან 2019 წელს $13,1 მილიარდი დაკარგა. მიზეზი ცოლთან განშორება გახდა. მეორე ადგილზეა კომპანია Wipro Limited-ის მფლობელი აზიმ პრემჟი, რომელმაც ბეზოსზე $1 მილიარდით მეტი დაკარგა. უიღბლო მილიარდერთა სიაში მესამეა სუბჰაშ ჩანდრა, რომელიც მედიაკონგლომერატ Essel Group-ს ფლობს. მისი ქონება 3.4 მილიარდით შემცირდა და 660 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.