მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთბრუნვამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 78 000 ტონის ნაცვლად, 154 836 ტონა ანუ 2 468 ვაგონი შეადგინა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Anadolu თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ადილ კარაისმაილოღლუზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოსთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სარკინიგზო გადაზიდვები ყოველწლიურად დიდ მნიშვნელობას იძენენ. მან აღნიშნა, რომ თურქეთსა და ირანს შორის ტვირთების გადაზიდვის კუთხით ვანის ტბაზე მოქმედმა ბორანებმა გადაზიდვის პოტენციალი გაზარდეს, რამაც ვაჭრობის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა.
„წლის ბოლომდე თურქეთი ირანთან ტვირთების გადაზიდვის გაზრდას 1 მლნ ტონამდე გეგმავს. ასევე ირანის გავლით მესამე ქვეყნებში - პაკისტანში, ავღანეთსა და ჩინეთში ტვირთბრუნვის ხელშესაწყობად სამუშაოები გრძელდება. მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობა პერსპექტიული პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს, რომლის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა“, - თქვა მინისტრმა.
კარაისმაილოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, რუსეთსა და ჩინეთში საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს. მისი თქმით, სუეცის არხში არსებულმა კრიზისულმა მდგომარეობამ (სატვირთო ბორანის „ევერ გრინის“ გაჭედვის ფაქტი) შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ცხადყო. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ 2020 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის შუალედური კორიდორის ტვირთბრუნვა წინა წელთან შედარებით (396 778 ტონა) 104%-ით გაიზარდა.
„მსოფლიოს სარკინიგზო გადაზიდვებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ახალ მიმართულებად იქცა. პანდემიის ფონზე ბაქო-თბილისი-ყარსისა და ტრასეკას გადაზიდვებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ტრასეკა კი თურქეთის საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით მაღალი მოთხოვნით სარგებლობს აზიიდან - ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აფრიკაში და ხმელთაშუაზღვის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა. ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა კი წლიურად 710 მლრდ დოლარს შეადგენს. ქვეყნები, რომლებზეც ტრასეკას დერეფანი გადის ტვირთების ტრანსპორტირებით დიდ სარგებელს ნახულობენ“, - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი