29.ივლისი .2021 09:00

2020 წელს ბაზრისა და ბაზრობის ტიპის საწარმოებმა 127.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

2020 წელს ბაზრისა და ბაზრობის ტიპის საწარმოებმა 127.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
views 243
უკან

2020 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 127.9 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგებშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის, ერთჯერადი გადასახდელის სახით, გასულ წელს 34.8 მლნ ლარია გადახდილი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 27.2%-ს შეადგენს. შემოსავლების 67.0%-ს სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს, ხოლო 5.8%-ს - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 83.6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან დასაქმებულ პერსონალზე შრომის ანაზღაურება 24.1 მლნ ლარია.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53.9 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 37.8 ათასი კაცი ვაჭრობს; ამასთან, 2020 წელს ბაზრობების დირექციებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.8 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33.4% ქალია. დასაქმებულთა 47.0% თბილისზე მოდის, დანარჩენი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

ცნობისთვის: 2020 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 201 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მოქმედი ბაზრობების 36.3% გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 32.3% ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 31.4% კი ნახევრადგადახურულია. გასულ წელს ქვეყანაში მოქმედი ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ სასურსათო და არასასურსათო საქონლით ვაჭრობა ხორციელდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა