მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

5f8556810832c
თელარა გელანტია
13.10.20 11:25
1177
2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 მლრდ 121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ექსპრეს-მონაცემების თანახმად, აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.1%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.