მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის I ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.5%-ით დაეცა

5f21344615397
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.20 12:42
1163
2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მოსახლეობამ, ჯამურად, 6.4 მილიარდ კილოვატ საათი ელექტროენრგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია. ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების კლება პანდემიის ფონზე შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება, რის გამოც როგორც უმსხვილესი ბიზნესები, ,ასევე ქვეყნის მოქალაქეები შემცირებული მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკური ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია, რაც ადგილობრივი გამომუშავების კლებას უკავშირდება. ჯამურად, იმპორტმა 787.1 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 26.53%-ით მეტია. ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება კი 4.36 მილიარდი კილოვატ საათი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება კი 1.26 მილიარდი კილოვატ საათი იყო, რაც წლიურად 10.7%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ის 134.2 მილიონი კოლოვატ საათი იყო, ეს მაჩვენებელიც წლიურად 42.7%-ით არის შემცირებული.

სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც ისევ შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობასთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ეკონომიკურ ზრდასა და ელექტროენერგიის მოხმარებას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს.