"2021 წელს 2019 წლის დასაწყისში ვართ" - ასე პასუხობს ააიპ "ჯორჯია პლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძე “საქმიანი დილის” კითხვას - "რა არის ახალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით"?
"2019 წლის დასაწყისში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფთან ერთად საქართველოს მთავრობამ, მწარმოებლების სექტორმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მუშაობა დავიწყეთ. 2019 წლის ნოემბრისთვის კონსესუსზე დაფუძნებული დოკუმენტი შეთანხმებული გვქონდა, რომელიც მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მზად იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი მთავრობის ერთი რგოლისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და დაიბლოკა. ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ იმ ერთეულთან შეხვედრა, ვინც ამ დოკუმენტის დამტკიცებას ბლოკავს", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან, გივი კალანდაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან, დაახლოებით, ერთი თვის წინ მწარმოებლებთან გამართული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ თემაზე მისგან პასუხი ვერ მიიღეს.
“შეხვედრაზე საკითხიც განვიხილეთ, მან თქვა, რომ სხვადასხვა ინსტანციაზე ამ საკითხის სტატუსს მოიკითახვდა და განსაზღვრული პასუხით დაბრუნდებოდა, თუმცა არც პასუხი მიგვიღია და არც - რაიმე ინფორმაცია. ეს, დაახლოებით, ერთი თვის წინ იყო”, - აღნიშნა კალანდაძემ.
ცნობისთვის: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალი კონცეფციაა და მის დასანერგად აუცილებელია, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდა იმისთვის, რომ შედეგი დადგეს. ამ მიმართულებით, საქართველოში 2017 წლიდან რამდენიმე პროექტის განხორციელება დაიწყო, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ მაინც ვერ დადგა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას ითვალისწინებს.
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი