17.იანვარი .2021 16:00

2021 წელს “დიო” ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს – "პროექტი ბიუროკრატიული პროცესების გამო შეფერხდა"

2021 წელს “დიო” ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს – "პროექტი ბიუროკრატიული პროცესების გამო შეფერხდა"
views 550
უკან

2021 წელს "დიო" ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განაცხადა, მშენებლობის პროცესი ქვეყანაში ბიუროკრატიული პროცესების გამო შეფერხდა.

“ქვეყანაში ბიუროკრატია დამძიმდა. "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაფართოებას არსებული ქარხნის ნაწილში ვგეგმავდით, თუმცა შეფერხდა, რადგან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და GWP-ს შორის კონკრეტული საკითხის შეთანხმების პროცესი გაიწელა, რამაც შენობის ექსპლოატაციაში მიღების პროცესი შეაფერხა. საკითხი სახანძრო ჰიდრანტის მოწყობას ეხება, ჩვენ კი ორივე მხარესთან ცალ-ცალკე მისვლა გვიწევს. საწარმოს გახსნა მიმდინარე წელს აუცილებლად უნდა მოვასწროთ.

2021 წელს მოლოდინები ოპტიმისტური მაქვს და ძალიან მინდა ყველა დავაიმედო, რომ უკეთესი წელი გვექნება და პანდემიას 2021-ში დავასრულებთ. კარგი იქნება ვიფიქროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის” - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ყველა სხვა კომპანიისთვის “დიო”-სთვისაც 2020 წელი რთული იყო, თუმცა კომპანიამ თავი წარმატებულად გაართვა.

“აქტიურად ვიმუშავეთ, რათა მეტი მომხმარებელი მოგვეზიდა. გაყიდვებში ზრდა არ გვაქვს, თუმცა განსაკუთრებული კლებაც არ შეინიშნება, ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ.

ჩვენი მიზანი იყო, რომ დოლარში შარშანდელი ბრუნვის 80%-სთვის მიგვეღწია, რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება” - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა