მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს „დიო“ პირველი ექსპორტისთვის ემზადება

დიო

„დიო“ წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი BM.GE-სთან აცხადებს. პირველ ეტაპზე რეგიონის ქვეყნებში ექსპორტი განიხილება, შემდგომი ეტაპის სამიზნე კი, ევროკავშირის ბაზარზე გასვლაა.

„2023 წელს ჩვენ ახალი პროდუქცია არ გამოგვიშვია, უფრო 2024 წლისთვის სიახლეებისთვის ვემზადებოდით. წელს 3-4 ახალ პროდუქციას გამოვუშვებთ, [ადგილობრივ წარმოებას ვგულისხმობ], ასევე ვემზადებით ექსპორტისთვის, ვინაიდან მოვიდა დრო, ვიფიქროთ საექსპორტო ბაზრებზე.

საქართველოს ბაზრის ზომა მაინც მცირეა, ამიტომ ჩვენი მიზანია, მომავალ წლებში „დიო“ წარმოდგენილი იყოს უცხოურ ბაზრებზე“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

"რედაქტ2"-თან ინტერვიუში "დიოს" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებიდან პირველი ექსპორტი, სავარაუდოდ, სომხეთსა და უზბეკეთში განხორციელდება. კომპანიის მიზანია, ექსპორტმა "დიოს" გაყიდვებში სამომავლოდ 50% დაიკავოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები