2021 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა, რომ ორგანიზაცია ბიუჯეტით დაგეგმილი 5%-იანი ზრდის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ორგანიზაციის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების უმეტესობა საქართველოში შედარებით დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტი შეიძლება, ზედმეტად ოპტიმისტური იყოს.
“ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართული „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების“ დოკუმენტში 2020 და 2021 წლებისთვის წარმოდგენილი ეკონომიკური ზრდისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზებთან შედარებით ოპტიმისტურად გამოიყურება. რამდენადაც მაკროეკონომიკური ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფისკალურ პარამეტრებზე, მიზანშეწონილია, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების პროცესში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მიმდინარე წლის ტენდენციები და ალტერნატიული წყაროების პროგნოზები,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ორგანიზაცია წერს, რომ არამხოლოდ 2021 წლისთვის, არამედ 2020 წლისთვისაც IFI-ები საქართველოში ეკონომიკური ზრდის განსხვავებულ პარამეტრებს პროგნოზირებენ:
“წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წლისათვის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.0%-ით განისაზღვრა, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონზე თანდართულ BDD-ში მოცემულ ანალოგიურ მაჩვენებელს. პანდემიამდე არსებული პროგნოზითაც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5.0%-ით იყო განსაზღვრული, თუმცა შესაბამისი ნომინალური მშპ-ის საპროგნოზო მოცულობა 57.4 მლრდ ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც განახლებული პროგნოზით იგი 2.9 მლრდ ლარით მცირდება და 54.5 მლრდ ლარს უტოლდება.
2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართულ BDD დოკუმენტში 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზიც და -4.9%-ის დონეზე განისაზღვრა. სსიპ - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის 8 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ -5.6% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ შეფასებული ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი საქართველოსთვის განსხვავდება კანონპროექტით წარმოდგენილი საპროგნოზო მაჩვენებლისგან როგორც 2020, ასევე 2021 წლისთვის. კერძოდ, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შედარებით პესიმისტურია მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და Standard & Poor's-ის პროგნოზების მიხედვით და შესაბამისად, -6.0%-ს, -5.5%-სა და -6.0%-ს შეადგენს. ანალოგიურად, BDD-ში მოცემულ პროგნოზთან (5.0%) შედარებით პესიმისტურია 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც და მსოფლიო ბანკის (WB) შემთხვევაში 4.0%-ის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) შემთხვევაში 3.5%-ის, ხოლო Standard & Poor's-ის პროგნოზით 3.0%-ის დონეზეა განსაზღვრული,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა