მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია

61e1241b94bba
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.22 11:18
643
საქტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარი იყო, რაც გასული წლის მონაცემებს 26.9%-ით აღემეტება, ხოლო იმპორტი 10.077 მლრდ დოლარია, რაც 2020 წლის იმპორტს 25.1%-ით აღემატება.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2021 წელს 5.834 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.