30.ივლისი .2021 11:21

2021 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა

2021 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა
views 439
უკან

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია.

უფრო დეტალურად, წლის პირველ კვარტალში 4.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა, ხოლო მეორე კვარტალში კი ზრდამ 29.8% შეადგინა, რის შედეგადაც საქსტატმა ჯამურად 12.7%-იანი ეკონომიკური ზრდა დათვალა. 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა.

უწყების სტატისტიკის მიხედვით, ივნისში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 9.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა