13.აპრილი .2021 11:25

2021 წლის I კვარტალში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, $821 მილიონამდე გაიზარდა

2021 წლის I კვარტალში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, $821 მილიონამდე გაიზარდა
views 347
უკან

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტი 5.4%-ით, $821 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ექსპორტის ზრდა თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას იქონიებს. 

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ექსპორტის მატება ძირითადად მარტში ექსპორტის მოცულობის $326.3 მილიონამდე გაზრდას უკავშირდება, რაც 2020 წლის მარტთან შედარებით 30.8%-ით ანუ $76.8 მილიონი დოლარით მატებას უკავშირდება. 

ცალკეული თვეების მიხედვით ექსპორტის მოცულობა ასეთი იყო:

იანვარი - $224.4 მილიონი, კლება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.2%
თებერვალი - $270.3 მილიონი, მატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 3%;
მარტი - $326.3 მილიონი, მატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 30.8%.

რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, ის 2021 წლის პირველ კვარტალში 2.4%-ით შემცირდა და  $1.95 მილიარდი დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში $1.13 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აპრილს, შესაბამისად, ამ დღეს გაირკვევა თუ რა კატეგორიის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა მთლიანად ექსპორტის გაზრდა.