მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე 2.1 მლრდ ლარია გამოყოფილი

61b9e148e432f
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.21 16:50
680
"მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი". ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისას ისაუბრა, განათლების მიმართულებით გაწერილი თანხები შემდეგნაირად ნაწილდა:

• მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მლნ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით;

• ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1.390 მლრდ ლარს.

გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

o საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით;
o საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
o სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით;
o სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა - 190.8 მლნ ლარი, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით ამ მიმართულებით გამოიყო დამატებით 30 მლნ ლარი;

• პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მლნ ლარი, მათ შორის, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მლნ ლარზე მეტი;

• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მლნ ლარს.