მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის 8 საუკეთესო iPhone და მათი ფასები Business Insider-ის მიხედვით

61fa40ec9343e
თათია კაკიაშვილი
03.02.22 00:20
2056
ახალი სმარტფონის შერჩევისას მომხმარებლის არჩევანი რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტზე, მოდელის თანამედროვეობაზე, კომპაქტურობასა და ტექნიკურ მონაცემებზე. სწორედ ამიტომ, „ბიზნეს ინსაიდერი“ 2022 წლის 8 საუკეთესო iPhone-ის შესარჩევად საჭირო ინფორმაციას უყრის თავს.

გასაკვირი არაა, რომ 2022 წლის საუკეთესო სმარტფონად iPhone 13 დასახელდა, რომლის ოფიციალური ღირებულება 800 აშშ დოლარია. მას აქვს შესრულების, მახასიათებლების და დიზაინის საუკეთესო ბალანსი და ეს არის მოდელი, რომელიც ელემენტის ხანგრძლივობით და კამერის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

საუკეთესო პატარა მოდელის ნომინაცია iPhone 13 Mini-ს ერგო, რომელიც ოფიციალურად 700 აშშ დოლარი ღირს. ეს მოდელი მათთვის შეიქმნა, ვისაც სმარტფონის კომპაქტური დიზაინი და პატარა ეკრანი მოსწონს.

პრემიუმ კლასის სმარტფონის წოდება iPhone 13 Pro-მ მოიპოვა, რომლის ფასიც ოფიციალურად 1000 აშშ დოლარია. iPhone 13 Pro-ს აქვს Apple-ის ისტორიაში საუკეთესო კამერა, ეკრანი და ბატარეის ტექნოლოგია, რომელიც ნებისმიერ iPhone-თან და Android-თან შეუდარებელია.

მომდევნო ნომინაცია საუკეთესო დიდი პრემიუმ მოდელია, რომელიც iPhone 13 Pro Max-ს ხვდა წილად და რომლის ღირებულებაც 1100 აშშ დოლარია. ეს გახლავთ Apple-ის iPhone-ის ხაზის საბოლოო მოდელი, რომელიც მომხმარებელს ბატარეის საუკეთესო ხანგრძლივობას და გართობის გამოცდილებას სთავაზობს დიდი ეკრანის მეშვეობით.

რაც შეეხება საუკეთესო ბიუჯეტურ სმარტფონს, ასეთი iPhone 11 გამოდგა, რომლის შეძენა მომხმარებელს სულ რაღაც 500 აშშ დოლარად შეუძლია. რაც მთავარია, iPhone 11 ბიუჯეტურთან ერთად, ყველასათვის სასურველი მოდელიცაა, მაღალი ტექნოლოგიური მახასიათებლების და კარგი ვიზუალის წყალობით.

საუკეთესო პრემიუმ iPhone შედარებით დაბალ ფასად - ეს ნომინაცია iPhone 12-მა დაიმსახურა, რომელიც 700 აშშ დოლარი ღირს. მოდელი გამოირჩევა შესრულების, მახასიათებლებისა და დიზაინის შესანიშნავი ბალანსით და თან ის 100$-ით ნაკლები ღირს, ვიდრე - iPhone 13.

ამავე ნომინაციის მომდევნო მოდელია iPhone 12 Pro 900 აშშ დოლარის ღირებულებით, რომელსაც მოსდევს ნომინაცია - საუკეთესო დიდი პრემიუმ iPhone იაფად. ეს სტატუსი კი iPhone 12 Pro Max-მა დაიმსახურა, რომლის შეძენაც 750 აშშ დოლარადაა შესაძლებელი და დღემდე შესანიშნავ მოდელად ითვლება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც 1000 დოლარზე ნაკლებად სურს ერთერთი ბოლო iPhone-ის შეძენა.

და მაინც, არის თუ არა ახალი კარგი დრო iPhone-ის შესაცვლელად? „ბიზნეს ინსაიდერის“ რჩევით, ნამდვილად არის იმის გათვალისწინებით, რომ iPhone 13 სერია ჯერ კიდევ ახალია, ხოლო ძველი მოდელები, როგორიცაა iPhone 12 და iPhone 11, ჯერ კიდევ შედარებით „ახალგაზრდად“ ითვლება.