მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 მარტიდან მოსკოვი ყველა რესტორანს, მაღაზიას და პარკს დახურავს

5e7c84aab9d64
ნათია თაქთაქიშვილი
26.03.20 14:48
897
მოსკოვში 28 მარტიდან 5 აპრილამდე ყველა რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზია და პარკი დაიხურება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით ქალაქში კამპანია - "დარჩით სახლში" გამოცხადდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

"აღნიშნული ზომები უპრეცედენტოა თანამედროვე მოსკოვის ისტორიაში და სავარაუდოდ, დიდ უხერხულობას შეუქმნის მოსკოვის მაცხოვრებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს აკრძალვები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება", - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

ხელისუფლება გამონაკლისს დაუშვებს სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების შემთხვევაში, ასევე იმ რესტორნების შემთხვევაში, ვინც საკვების მიწოდების სერვისით არის დაკავებული. მოსკოვის მერი მოსახელობას მოუწოდეს, არ დაესწრონ რელიგიურ შეკრებებს.

რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 182 შეადგინა, აქედან 136 მოსკოვში დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 840 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 29 ინფიცირებული.