უმაღლეს სასწავლებლებში დღეს სწავლა ნაწილობრივ აღდგა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იქ, სადაც შესაძლებელია სწავლის გაგრძელება ონლაინ, უნივერსიტეტებს ამის საშუალება აქვთ, თუმცა არსებობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც აუცილებლად აუდიტორიებში უნდა ჩატარდეს და მათ შეუძლიათ, სწავლა ჩვეულებრივ დაიწყონ.
სწავლა დაიწყო დღეს ნაწილობრივ ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. როგორც რექტორის მრჩეველმა თამარ ლომინაძემ bm.ge-ს უთხრა, უნივერსიტეტში სწავლა ნაწილობრივ დაიწყო, თუმცა 28 ოქტომბრიდან უნივერსიტეტი სრულად „ჰიბრიდულ მოდელზე“ გადადის.
“დღეს შერეულ რეჟიმში დავიწყეთ სასწავლო პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც შეგვეძლო ონლაინ სწავლება დაგვეტოვებინა - ასეც მოხდა, ლექციები ტარდება ონლაინ, თუმცა ვართ საინჟინრო უნივერსიტეტი, ამიტომ საჭიროა, ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება და სადაც ეს ხორციელდება, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია არის დაცული. ვიცით, რომ ქვეყანაში არსებობს მოწყვლადი ჯგუფები (ორსულები, შშმ პირები), რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია სასწავლო პროცესში ჩართვა და ასეთ ჯგუფებთან დაკავშირებით გვაქვს შეთავაზება - მათ ვთავაზობთ ინდივიდუალურ სასწავლო გრაფიკს და თუკი სემესტრის განმავლობაში ვერ შეძლებენ რომელიმე სასწავლო კომპონენტის გავლას, ექნებათ ყველაფრის აღდგენის შესაძლებლობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ სტუდენტი, დავიცვათ მასწავლებელი და ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა ვცდილობთ სტუდენტებს შესაბამისი განათლება მივცეთ“, - განაცხადა ლომინაძემ.
მისივე ინფორმაციით, სპეციალური საჭიროებების სტუდენტებს ონლაინ სწავლებისთვის რაიმე სანქცია არ დაემუქრებათ.
როგორც ლომინაძე ამბობს, დღეს სტუდენტების საკმაოდ დიდი ოდენობა იყო წარმოდგენილი უნივერსიტეტში, თუმცა ადმინისტრაცია რეგულაციებს შესრულებას აკონტროლებდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი