17.სექტემბერი .2020 23:00

300-მდე სოფლის ტრანსფორმაცია – UNWTO-ს სხდომაზე სოფლის ტურიზმის განვითარების ესპანური პროექტი წარადგინეს

views 1269
უკან

ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში წამყვანი ტურისტული ორგანიზაცია „გლობალიას“ გენერალურმა დირექტორმა ლისანდრო მენუ მარქემ UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, ტურიზმის განვითარების პროექტი წარადგინა, რომელსაც „მსოფლიო“ (Pueblo) ჰქვია.

კერძოდ, მან ესპანეთის თერმული რუკა წარმოადგინა, რომელიც დასახლებული ადგილების სიმჭიდროვეს ასახავს და აჩვენებს იმ ადგილებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა.

„მსოფლიო დგას გაუჩინარების ზღვარზე, ეს პროცესი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ქმნის პრობლემას და რისკის ქვეშ აყენებს ბუნებრივ კულტურულ ისტორიულ ობიექტებს, რომლებიც დიდი ღირებულებით გამოირჩევიან.

თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში უფრო და უფრო მეტი მაცხოვრებელი ქალაქიდან სოფელში გადადის, რათა დროის გასატარებლად ახლებური გზები მოიძიონ. შესაბამისად იძიებენ იმ ადგილს, სადაც იდენტობა გააჩნიათ და სადაც უფრო მეტი კონტაქტი გააჩნიათ ბუნებასთან. ესპანეთში 3 000-ზე მეტი მიტოვებული სოფელია, იქ არსებობს შენობები ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას იმისთვის, რომ შემოქმედებითი გამოსავალი მოვიძიოთ.

ჩვენი პროგრამის ინიციატივაა მიტოვებული სოფლების აღდგენა ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ეს პროგრამა ინტეგრირებული შემოთავაზება, რომლის ფარგლებში მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილებს ვთავაზობთ და შემდეგ ხდება გამრავალფეროვნებული შეთავაზება. თითოეულ ადგილს თავისი კონკრეტული იდენტობა ექნება იქიდან გამომდინარე რა არქიტექტურაა, რა გარემოა და ა.შ.

გვინდა შევთავაზოთ სპორტის, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ა.შ. ტურიზმის კუთხით სხვადასხვა სოფლები, იმისთვის რომ შემდეგი წლების განმავლობაში უზრუნველვყოთ 300-მდე სოფლის ტრანსფორმაცია“, - განაცხადა ლისანდრო მენუ მარქემ.

მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოსდაცვით მიმართულებას, რაც მოიაზრებს განახლებადი ენერგიების, ელექტრომობილების და ცირკულარული ეკონომიკის გამოყენებას.

ამასთან მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა სოფლებში თემების აღდგენა დაკავშირებულია მოსახლეობის გადამზადებასთან, იმისთვის რომ მათ ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. ამავე დროს ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ეკოლოგიური პროდუქტების წარმოებას, ადგილობრივების ეკონომიკურ გააქტიურებას, რაც სამუშაო ადგილების შექმნით მიიღწევა.

„სოფლებში გვინდა გვქონდეს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ჭკვიანი სერვისის მართვის სისტემები, სერვისებზე და გადახდების სისტემებზე წვდომა.

ყველა სოფელი დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს პროგრამასთან, რომელიც უზრუნველყოფს სერვისების განხორციელებას. ყველა ქალაქი თავისი მახასიათებლებით უნიკალურია, მაგრამ ყველა პროექტი იქნება თანამშრომლობის შედეგი, სადაც მაღალგანვითარებული კომპანიები შესთავაზებენ ინტეგრირებულ გამოცდილებას და ასევე ეს იქნება უმაღლესი ხარისხის სერვისები. ასევე მნიშვნელოვანია ინსტიტუციური თანამშრომლობა კერძო და საჯარო პარტნიორებს შორის და ეს ხდება ადგილობრივ თემებთან და ცენტრალურ მთავრობასთან თანამშრომლობით“, - აღნიშნა „გლობალიას“ გენერალურმა დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, „პუებლოს“ პროგრამა ესპანეთის მთავრობის და რეგიონული უწყებების პრიორიტეტს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა