12.აგვისტო .2020 18:41

46% ქვეყანაში მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 3% - ოკუპირებულ ტერიტორიებს - IRI

views 363
უკან

გამოკითხულთა 46% ქვეყანაში მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს,- ამის შესახებ საუბარია IRI-ს კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 17%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ფასები, 10%-სთვის კი სიღარიბეა.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსს მთავარ პრობლემად 4% მიიჩნევს, 3% კი ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს.

კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც თქვენი დასახლება/სოფელი აწყდება, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ უმუშევრობა, 10%-ის აზრით, ეს არის გზებბი, 9% კი ეკონომიკას მიიჩნევს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენი ოჯახისთვის, ხმები ასე გადანაწილდა: უმუშევრობა - 29%, ეკონომიკა - 17%, დაბალი ხელფასები - 7%, მაღალი ფასები 5%.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.