მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI-ის კვლევით, შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, 19% "ოცნებას", 14% - ენმ-ს მისცემდა ხმას

6447c42b4091f
მარიამ ვარადაშვილი
25.04.23 16:11
1228
დღეს „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, „საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

"ქართული ოცნება" – 19%;
ენმ – მიხეილ სააკაშვილი – 14%;
„საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია – 3%;
"გირჩი-მეტი თავისუფლება" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 3%;
ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი - 2%;
"ლელო" – 2%;

გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ იკლო [6%-ით], ხოლო ენმ-ის მხარდაჭერა 2%-ით გაიზარდა. კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით არცერთ შემთხვევაში ხმას, 39% “ნაციონალურ მოძრაობას”, 34% კი “ქართულ ოცნებას” ასახელებს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სწრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტატიულია. კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები