მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში სადაზღვევო სექტორი 9,4 მლნ. ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა

62d1661d09eff
BM.GE
15.07.22 16:58
815
პარლამენტში, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის ანგარიში, 2022 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო სადაზღვევო სექტორის გამოწვევებსაც.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რომელიც ამავდროულად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, 31 მაისის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის აქტივები 1 მილიარდ 126 მილიონი ლარია, რაც 8%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%–ით და 319,1 მლნ. ლარს შეადგენს.

„2022 წლის 5 თვის განმავლობაში ფინანსურმა მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 399,5 მლნ. ლარი, რაც 10%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით გაზრდილია ანაზღაურებული ზარალები და შეადგენს 186 მილიონ ლარს. კომპანიების სადაზღვევო მოგება 77 მილიონ 300 ათასი ლარია, ზრდა 14%–ია. ხოლო წმინდა მოგება 9 მილიონ 400 ათასი ლარია,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და მოგების შემცირების მიზეზებიც განმარტა. მისი თქმით, წმინდა მოგების შემცირება სადაზღვევო მოგების ზრდის ფონზე გამოწვეულია ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით.