მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველომ $1.6 მლ-ის ნაყინი შეიძინა - საიმპორტო ქვეყნები

62d2c45a81caa
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.22 18:47
1638
საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ნაყინისა და ყინულის სხვა სახეობების შესაძენად 1.6 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად სხვადასხვა ქვეყნიდან 384 ტონა ნაყინის იმპორტი განხორციელდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნაყინის იმპორტის ღერებულება და მოცულობები გასული წლის ამავე პერიოდების მაჩვენებელს აღემატება (2021 წლის 5 თვე - 1.2 მლნ დოლარი, 318 ტონა; 2020 წლის 5 თვე - 393 ათასი დოლარი, 127 ტონა; 2019 წლის 5 თვე - 1.1 მლნ დოლარი, 260 ტონა).

ამ პერიოდში საქართველომ ნაყინი სულ 8 ქვეყნიდან შემოიტანა და ყველაზე დიდი მოცულობით საქონლის იმპორტი კი რუსეთიდან განხორციელდა. ნაყინის საიმპორტო ბაზრების რეიტინგი ასეთია:

1. რუსეთი - 532 ათასი დოლარი, 90 ტონა;
2. თურქეთი - 517 ათასი დოლარი, 128 ტონა;
3. უკრაინა - 243 ათასი დოლარი, 77 ტონა;
4. საფრანგეთი - 236 ათასი დოლარი, 54 ტონა;
5. სომხეთი - 70 ათასი დოლარი, 26 ტონა;
6. ბელარუსი - 17 ათასი დოლარი, 5 ტონა;
7. გერმანია - 15 ათასი დოლარი, 1 ტონა;
8. ნიდერლანდები - 3 ათასი დოლარი, 0.3 ტონა.

რაც შეეხება ნაყინის ექსპორტს, ამ მხრივ ქვეყანას დაბალი მაჩვენებელი აქვს. მიმდინარე წლის 5 თვეში სულ 191 ათასი დოლარის 25 ტონა ნაყინის რეალიზაცია მოხდა. საექსპორტო ბაზრები კი ისრაელი (97 ათასი დოლარი, 15 ტონა) და სომხეთი (93 ათასი დოლარი, 9 ტონა) იყო.