29.მაისი .2020 18:29

5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ ფეხებში - გოცირიძე გახარიას

views 428
უკან

5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

"ჩემი გამოსვლის შემდეგ ბატონ პრემიერ-მინისტრს გამოუჩნდნენ დამცველები და ადვოკატის როლი იკისრა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ რომან გოცირიძემ 5 წუთში 8-ჯერ მოიტყუაო. 5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში. შემეცოდეთ და შუბლში არ გაგარტყით, მაგრამ ფეხებში მოგხვდათ. ეს რვა სიმართლე კი იყო ის, რომ ყველა ჩემი სიტყვა არის დამტკიცებული იფიციალური სტატისტიკით. ჩამოგითვლით: შიმშილის მსოფლიო ინდექსით 2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტად შიმშილობენ რეგიონის ქვეყნებიდან, საქართველო ბოლო ადგილას არის რეგიონში ინტერნეტიზაციის კუთხით მეზობელ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის. სად არის ივანიშვილის მიერ დაანონსებული ინტერნეტიაციის პროექტი? ესეც მოიტყუეთ, "საქსტატის" ინფორმაციას მაინც ენდეთ, რომ საქართველოში კერძო ბიზნესში 2015 წელთან შედარებით 53 ათასი ადგილით ნაკლებია. და კიდევ, თქვენი საარჩევნო ფონდი არის შავი ფონდი, რაც ზემოთაა, ათი იმდენია ქვემოთ", - მიმართა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას.

პრემიერმა თავის სიტყვით გამოსვლისას რომან გოცირიძეს დემაგოგი უწოდა.