მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5000-ლარიანი ვაუჩერი გამარჯვებულს - „ენერგო-პროს“ ლატარია ვაქცინაციის წასახალისებლად

60faaced23054
თელარა გელანტია
23.07.21 15:50
3486
„ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის საუბარი, მათ შორის ლატარიის ჩატარებაზე“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-ის იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ვაქცინაციის წახალისების მექანიზმების შემოღებას შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის თანამშრომლებში აცრის პოპულარიზაციისთვის საინტერესო აქცია უკვე დაიწყო „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ და მასში მონაწილება ყველა აცრილ თანამშრომელს შეუძლია.

კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროს გიორგი ტრაპაიძის თქმით, წამახალისებელი აქცია 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ისინიც, ვინც თუნდაც ერთჯერადად მოასწრებენ აცრას. 15 ოქტომბერს კი გამოვლინდება გამარჯვებული და სპეციალური პრიზით დასაჩუქრდება.

„ლატარიის ჩატარება გადაწყდა იმ მიზნით, რომ წავახალისოთ ჩვენი თანამშრომლები, რადგან დროული ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, რაც ლატარიის ჩატარება გამოვაცხადეთ, უკვე 200-მა თანამშრომელმა გაიარა რეგისტრაცია ანუ აქტიურობა მაღალია.

რაც შეეხება დაწესებული პრიზს, თამაშდება 10 ცალი 1500-ლარიანი ვაუჩერი და გამარჯვებულისთვის ერთი ცალი 5000-ლარიანი ვაუჩერი“, - ამბობს bm.ge-ისთან გიორგი ტრაპაიძე. მისივე ინფორმაციით, გათამაშება ე.წ. Facebook-ლაივის საშუალებით გაიმართება და გამარჯვებულიც მაშინვე გამოვლინდება.