520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის 520-ე დადგენილების გადახედვის შესაძლებლობას ეხებოდა.
როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, ახლა 520-ე დადგენილების ცვლილებაზე საუბარი არ არის, რადგან ის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
"520-ე დადგენილება არის რთული, მაგრამ - უკიდურესად საჭირო, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური, მდგრადი გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. ამიტომ 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის. 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს, ეს არის და ეს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობა ჯანდაცვის სისტემის მხარდამჭერ პაკეტს დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გააცხადებს.