მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„5G სიხშრის მისაღებად თითქმის მზად ვართ“ – „სილქ როუდ ჯგუფი“

6447ca40b1867
თინათინ ნატმელაძე
25.04.23 23:45
856
„სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „სილქნეტი“ 5G სიხშირის მისაღებად თითქმის მზადაა და უახლოეს მომავალში პილოტური პროექტების დაწყებასაც გეგმავენ.

„ჩვენ ახლა გვაქვს 4.9G, რითაც ახლა ვოპერირებთ, ამას კი, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა აკლია იმ სიჩქარემდე, რასაც 5G ჰქვია. როდესაც მარეგულირებელი ამ სიხშირეებს გაყიდის, თუ ეს კარგი და სწორი წინადადება იქნება, რა თქმა უნდა ჩავერთვებით“, - აცხადებს გიორგი რამიშვილი.

მისივე თქმით, 5G-ის ამოქმედებისთვის სახელმწიფოს ჩართულობაც საჭიროა.

„ეს როგორ ოპერატორმა კომპანიებმა უნდა გააკეთონ, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებიც უნდა დაშენდნენ ამ 5G-ზე, ამასთან ერთად უნდა მოხდეს გამრავლება იმ მობილურების, რომლებსაც 5G-ის მხარდაჭერა აქვთ, ამ ეტაპზე კი მათი რაოდენობა მცირეა“, - ამბობს „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები